fb-script

წესები და პირობები

წესები და პირობები

შესავალი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებგვერდზე www.bomo.ge. 

წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია Bomo.ge-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები (შემდგომში „დოკუმენტი“ ან „წესები და პირობები“). 

იმისათვის რომ ნებისმიერი ფორმით ისარგებლოთ ვებგვერდით, აუცილებელია, კარგად გაეცნოთ და სრულად ეთანხმებოდეთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნების წესებსა და პირობებს, გაცვლის წესებსა და პირობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@bomo.ge

Bomo.ge-ის თხოვნაა, რომ  არ ისარგებლოთ ვებგვერდით, თუ სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ეთანხმებით Bomo.ge-ის წინამდებარე წესებსა და პირობებს. 

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს “ჯორჯიან მაინინგ პროდაქთს” შორის. შპს “ჯორჯიან მაინინგ პროდაქთს”; საიდენტიფიკაციო ნომერი: 405609523 რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი, ბურძგლას ქუჩა #18.

შპს “ჯორჯიან მაინინგ პროდაქთს” წინამდებარე წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, დაბრუნების წესებსა და პირობებში, გაცვლის წესებსა და პირობებში და ვებგვერდზე განთავსებულ ყველა სხვა დოკუმენტში მოხსენებული იქნება როგორც Bomo.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს როგორც წინამდებარე წესებსა და პირობებს, ისე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნების წესებსა და პირობებს და გაცვლის წესებსა და პირობებს, რომლებიც ამ წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და  მასში შეტანილ ცვლილებებთან ერთად განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება. 

ქვემოთ მოცემული წესები და პირობები ან მათი ნაწილი, შესაძლოა, გარკვეულ შესწორებებს დაექვემდებაროს ან განახლდეს. მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, რომ  დროდადრო თავიდან გაეცნოს ამ პირობებს, ვინაიდან ვებგვერდის გამოყენებისას ან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისას მომხმარებელზე ვრცელდება იმ მომენტში მოქმედი პირობების რედაქცია.  

წინამდებარე წესები და პირობები ძალაშია ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან და მოქმედებს ვებგვერდით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ნასყიდობის ხელშეკრულება (განმარტებულია შემდგომში) შესაძლებელია გაფორმდეს მომხმარებლის გადაწყვეტილებით, ნებისმიერ იმ ენაზე, რომელზეც ეს წესები და პირობები ხელმისაწვდომია ამ ვებგვერდზე. 

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ვებგვერდზე რეგისტრაცია

ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც პირადი ანგარიშის მეშვეობით, ასევე აღნიშნულის გარეშე. 

ორივე შემთხვევაში აუცილებელია, რომ მომხმარებელი გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, გაცვლის წესებსა და პირობებს, დაბრუნების წესებსა და პირობებს.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს პირადი ანგარიშის გახსნის გარეშე სურს პროდუქციის შეძენა, ამისათვის საჭიროა საანგარიშსწორებო  გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაციის მითითება: სახელი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა. პროდუქციის მიწოდების მისამართის მითითება ხდება ანგარიშსწორებისას. იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია საიდენტიფიკაციო კოდის მითითება. 

პირადი ანგარიშის შექმნის სურვილის შემთხვევაში, ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით მომხმარებელი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას, რომელშიც მიეთითება შემდეგი მონაცემები: სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, სისტემაში შესასვლელი პაროლი. იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია საიდენტიფიკაციო კოდის მითითება.  სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ მომხმარებელი მითითებული ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებს ვერიფიკაციის ლინკს, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც მოხდება მომხმარებლის ანგარიშის ვერიფიკაცია და მომხმარებელი გახდება ავტორიზებული მომხმარებელი. 

მომხმარებელს ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია როგორც პროდუქტის შეძენის პროცესში, ასევე პროდუქციის შეძენამდე. პროდუქციის შეძენამდე რეგისტრაციისას მომხმარებელი ვებგვერდის მენიუდან ირჩევს „სისტემაში შესვლას“. სისტემაში შესვლა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

რეგისტრაციის ან/და შეკვეთის პროცესის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება Bomo-ს წესებსა და პირობებს, დაბრუნების წესებსა და პირობებს, გაცვლის წესებსა და პირობებს და  კონფიდენციალურობის პოლიტიკას. 

მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

მომხმარებელი აცხადებს და აცნობიერებს, რომ Bomo მხოლოდ მომხმარებლის ზემოაღნიშნული განცხადებებისა და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს/დადებს და შეასრულებს ხელშეკრულებას. განცხადებებისა და გარანტიების დარღვევა საკმარისი საფუძველია Bomo-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ცალმხრივი უარის სათქმელად. 

პირადი ანგარიშით სარგებლობა, მართვა და დახურვა. ანგარიშით სარგებლობის შეზღუდვა.

პირად ანგარიშთან წვდომა აქვს მხოლოდ მომხმარებელს. 

მომხმარებელი საკუთარი პირადი ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე თავად იღებს სრულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება ვებგვერდით სარგებლობის ნებისმიერი არაკანონიერი ფორმისთვის, Bomo-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევისთვის, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენებისთვის, მათ შორის, მომხმარებელს პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია და მონაცემები არასწორი ან/და ყალბია. 

იმ შემთხვევაში, თუ Bomo აღმოაჩენს, რომ მომხმარებელმა მიუთითა არასწორი ინფორმაცია ან/და შექმნა ყალბი პროფილი, ან/და ნებისმიერი ფორმით დაარღვევია წესები და პირობები, Bomo უფლებამოსილია, დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად მომხმარებლისთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

მომხმარებელი უფლებამოსილია, რომ ნებისმიერ დროს გააუქმოს პირადი ანგარიში იმ პირობით, რომ პირადი ანგარიშის გაუქმებამდე სრულად დაფარავს Bomo-ს წინაშე არსებულ ნებისმიერი სახის დავალიანებას. 

პროდუქციის შეძენა და ანგარიშსწორების წესი

მომხმარებელი სპეციალურად განკუთვნილი ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს ვირტუალურ კალათაში. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, დაბადების თარიღი, მობილურის ნომერი. შენაძენის მისაღებად სასურველ მისამართს მომხმარებელი უთითებს ანგარიშსწორებისას.

პროდუქციის ვირტუალურ კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება შესყიდვის და ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა მომსახურების (მაგალითად, მიწოდების) საფასური. 

ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქციის ფასი მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ). 

ანგარიშსწორების გვერდზე მომხმარებელი უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია, გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. 

ანგარიშსწორება განხორცილდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. Bomo-ს არ აქვს წვდომა არც ანგარიშსწორების გვერდზე და არც მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე. საბანკო ბარათის ავტორიზაციასა და ვალიდაციის შემოწმებას ახდენს მომხმარებლის ბარათის გამცემი. გამომდინარე აქედან, Bomo იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას, მათ შორის დაგვიანებასა ან/და მიწოდებაზე, იმ შემთხვევისთვის თუ საბანკო ბარათის გამცემი Bomo-ს არ აძლევს საბანკო ბარათის ავტორიზაციას. 

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ. 

ანგარიშსწორება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს გადარიცხვით, პროდუქტის მიღებისას, ინვოისის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გადარიცხვისას ზუსტად მიუთითოს გადარიცხვის დანიშნულება და ინვოისის ნომერი.

Bomo იტოვებს უფლებამოსილებას, უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში. 

საკუთრების უფლება პროდუქტზე სრულად გადადის მომხმარებელზე მას შემდგომ, რაც გადაიხდის პროდუქციის საფასურს. 

პროდუქციის დაბრუნებისა და გაცვლის წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნებისა და გაცვლის პირობების გვერდზე. 

შეკვეთის განთავსებით მომხმარებელსა და Bomo-ს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული წესები და პირობები.  

პროდუქციის ხელმისაწვდომობა

პროდუქციის ხელმისაწვდომობა Bomo-ს ვებგვერდზე არ ნიშნავს, რომ პროდუქცია, ყველა შემთხვევაში, ხელმისაწვდომია. მიუხედავად იმისა, რომ Bomo ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაამუშავოს ყველა მიღებული შეკვეთა, შესაძლოა არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევები. თუ წარმოიშვა სირთულე პროდუქციის მარაგთან დაკავშირებით, მომხმარებელს დაუბრუნდება პროდუქციაში გადახდილი თანხა. 

Bomo-ი იტოვებს უფლებას, რომ ნებისმიერ დროს წაშალოს  ნებისმიერი პროდუქცია ვებგვერდიდან ან შეცვალოს ნებისმიერი მასალა ან ინფორმაცია. 

მომხმარებლის პასუხისმგებლობა

მომხმარებელს პასუხისმგებლობა დაეკისრება ისეთი შემთხვევებისთვის, თუ მომხმარებლის მიერ ინფორმაცია და მონაცემები არასწორი ან ყალბია, ან მესამე პირებს ეხება მათი თანხმობის გარეშე. 

მომხმარებელი ვალდებულია, რომ  არ ისარგებლოს ვებგვერდით იმ მიზნით ან/და იმ ფორმით, რომელიც არღვევს/დაარღვევს საქართველოს კანონმდელობლობას. მომხმარებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ვებგვერდით არაკანონიერი მიზნითა და ფორმით სარგებლობისასთვის. 

Bomo-ს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის გაქარწყლება

მიუხედავად იმისა, რომ Bomo.ge მაქსიმალურად ეცდება, რომ უზრუნველყოს ვებგვერდის დაცულობა და გამართულად მუშაობა, Bomo.ge არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდი იმუშავებს უწყვეტად და ხარვეზების გარეშე. იგი არ არის პასუხისმგებელი პროგრამულ დარღვევებზე/შეცდომებზე ან/და ვირუსებზე, ასევე პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე.  

Bomo არ აგებს პასუხს მომსახურების გაწევის შეფერხებისათვის ან/და ნებისმიერი სახის ზიანისათვის, რომელიც დადგება მესამე პირთა მიზეზით, მათ შორის და არა მხოლოდ, ინტერნეტ პროვაიდერების შეფერხებული მუშაობით. 

Bomo არ აგებს პასუხს სხვა ვებგვერდებზე, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს ვებგვერდზე. 

მიჩნეულია, რომ Bomo-ს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია შესაბამისობაშია ხელშეკრულებასთან, თუ პროდუქცია: (ა) შესაბამისობაშია ვებგვერდზე განთავსებულ აღწერილობასთან; (ბ) გამოყენებადია იმ მიზნებისთვის, რომლებისთვისაც ასეთი პროდუქცია ზოგადად გამოიყენება; (გ) იმ ხარისხის არის, რაც ნორმად მიჩნევა მსგავსი ტიპის პროდუქციაში და რაც  გონივრულობის ფარგლებში არის მოსალოდნელი.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენს Bomo-ის პასუხისმგებლობას, ასეთი პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში შეზღუდული იქნება სადავო პროდუქციის ღირებულების ოდენობით. მიუხედავად ამისა, Bomo-ს პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება/შეიზღუდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც პასუხისმგებლობის გამორიცხვა/შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 

მარკეტინგი

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დარეგისტრირდება ვებგვერდზე, იგი ავტომატურად აცხადებს თანხმობას, სხვადასხვა სარეკლამო მომსახურების და დაკავშირებული აქტივობების გამოწერაზე. ასეთ დროს მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით იღებს ინფორმაციას ხსენებულ აქტივობებზე.

გამოწერის გაუქმება შესაძლებელია Bomo-ს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. 

საავტორო უფლებები

ვებგვერდზე წარმოდგენილი ყველა საავტორო უფლება, რეგისტრირებული სასაქონლო სავაჭრო ნიშანი და ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებები, მათ შორის, ნებისმიერი სექცია, ტექსტი, გრაფიკული ან/და ანიმაციური გამოსახულება, ფოტო, ხმა, ლოგო, ფიგურა, სქემა, ნახაზი, ფერი, შრიფტი (შემდგომში „მასალები“)  ექსკლუზიურად ეკუთვნის Bomo-ს ან მას, ვინც Bomo-ს აწვდის ასეთი საკუთრების გამოყენების ლიცენზიას/ნებართვას.

მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი, რომ  Bomo-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გამოიყენოს, დაამუშავოს ან გამოაქვეყნოს ასეთი მასალები.

უფლებამონაცვლეობა

ხელშეკრულების/ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები ვრცელდება ნებისმიერ მხარეზე და ასევე შესაბამის უფლებამონაცლეზე.

მომხმარებელი უფლებამოსილი არ არის, რომ ხელშეკრულებიდან/ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები ან/და ვალდებულებები გადასცეს, დაუთმოს მესამე პირებს.

Bomo უფლებამოსილია, რომ ხელშეკრულების/ნასყიდობის ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები ნებისმიერი ფორმით დაუთმოს, გადასცეს მესამე პირს. 

კონფიდენციალურობა

მომხმარებელს შეუძლია, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციას გაეცნოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე. 

კომუნიკაცია. შეტყობინებები

მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ Bomo-სთან კომუნიკაციის უმეტესი ნაწილი განხორციელდება ელექტრონული ფორმით. 

მომხმარებლის მიერ Bomo-სთვის შეტყობინების გაგზავნა ხდება ვებგვერდზე არსებული ონლაინ „ჩათის“ მეშვეობით ან Bomo-ს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით. 

გამოსაყენებელი სამართალი და იურისდიქცია

წინამდებარე წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, გაცვლის წესები და პირობები, დაბრუნების წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას. 

ნებისმიერი დავის შემთხვევაში Bomo ეცდება დავის მოგვარებას მოლაპარაკების გზით, აღნიშნულის მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმართავენ სასამართლოს. 

messenger-icon