დაბრუნების პოლიტიკა

დაბრუნების წესები და პირობები

დაბრუნების წესები და პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე დაბრუნების წესებსა და პირობებსაც.

მომხმარებელს უფლება აქვს (გარდა წინამდებარე დაბრუნების წესებსა და პირობებში მითითებული გამონაკლისებისა), ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას ნასყიდობის ხელშეკრულებაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება: 

მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა Bomo-ს მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან პროდუქციის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.

მიუხედავად ზემოხსენებულისა, Bomo იტოვებს უფლებას, რომ დააყოვნოს მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება იქამდე, სანამ უკან არ დაუბრუნდება პროდუქცია. 

მომხმარებელი, თავის მხრივ, ვალდებულია, რომ არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა მას შემდეგ, რაც Bomo-ს წინაშე განაცხადებს ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს, უკან გამოგზავნოს პროდუქცია Bomo-ს ვენდორის მისამართზე, რომელიც მას ეცნობება წინასწარ. ხსენებულ მისამართზე მიწოდების ხარჯს გაიღებს მომხმარებელი.

მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმის/პროდუქციის დაბრუნების მოთხოვნა დააფიქსიროს ვებგვერდზე არსებული ონლაინ „ჩათის“ მეშვეობით ან Bomo-ს შემდეგ ელ. ფოსტაზე info@bomo.ge გამომგზავნოს შევსებული პროდუქციის დაბრუნების მოთხოვნა. 

მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს:

მომხმარებელს არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება თუ:

პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას თუ:

მას შემდგე რაც Bomo-ს უკან დაუბრუნდება პროდუქცია, მომხმარებელს პროდუქციის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში შეატყობინებს გადაწყვეტილებას თანხის უკან დაბრუნების შესახებ.

თანხის დაბრუნების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში Bomo მომხმარებელს თანხას დაუბრუნებს ასეთი გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქცია დაუბრუნდება უკან. 

თანხის დაბრუნება ყოველთვის მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებლის იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.