კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შესავალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდ – www.bomo.ge -ზე. გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. Bomo.ge -ს, შეუძლია შეცვალოს ან განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. გამომდინარე აქედან, პორტალის ადმინისტრაცია მოგიწოდებთ, რომ რეგულარულად გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შემდგომი ბუნდოვანების გამოსარიცხად, ივარაუდება, რომ ვებგვერდით ნებისმიერი ფორმით სარგებლობისას თქვენ წაკითხული გაქვთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ეთანხმებით მას.
წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს მონაცემთა სუბიექტის (შემდგომში „მომხმარებლი“) მიერ ვებგვერდზე დატოვებული ინფორმაციის (ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, რომელიც შემდგომში მოხსენებული იქნება როგორც „პერსონალური ინფორმაცია“ ან/და „პერსონალური მონაცემ(ებ)ი“) Bomo.ge-ის მიერ დამუშავების (ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება) წესებსა და პირობებს.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვებგვერდზე განთავსებულ წესებთან და პირობებთან ერთად წარმოადგენს ერთიან ხელშეკრულებას მომხმარებელსა და Bomo.ge-ს შორის.
კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია: 1) კომპანიის მიერ მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა; 2) პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 3) პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დებულებების დაცვა.
წინამდებარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა მოქმედებს შემდეგ შემთხვევებში: ა) მომხმარებელი ეწვევა ან ათვალიერებს Bomo.ge-ის ვებგვერდს, რაიმე პროდუქტის შეძენის გარეშე ბ) მომხმარებელი რეგისტრირდება Bomo.ge-ის ვებ-გვერდზე გ) მომხმარებელი იძენს პროდუქციას Bomo.ge-ის ვებგვერდის მეშვეობით. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, მომხმარებელი Bomo.ge-ს ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ დაამუშავოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.
Bomo.ge მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებს ქვემოთ განსზღვრული მიზნით და პერსონალური მონაცემებს გამოყენებისას დაიცავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს.
პერსონალური მონაცემების მიღება
Bomo.ge-სთვის მომხმარებლის პერსონალურ მონაცემების, კერძოდ, მობილურის ნომრის, ელექტრონული ფოსტის, მისამართის, დაბადების თარიღის, სახელის და გვარის, საიდენტიფიკაციო კოდის, ავტორიზაციის პაროლის მიწოდება აუცილებელია, რომ Bomo.ge-მ შეძლოს მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა.
ამასთან, Bomo.ge განმარტავს, რომ პროდუქციის შერჩევისა და კალათაში განთავსების შემდგომ მომხმარებელი გადამისამართდება შესყიდვის და ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საბანკო ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ. Bomo.ge-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
პერსონალური მონაცემების Bomo.ge-ისთვის მიწოდება, შესაძლოა, აუცილებელი იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად. Bomo.ge პერსონალურ ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან: ა) მომხმარებელთან ტელეფონით, ელექტრონული ჩათით ან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის გზით; ბ) როდესაც მომხმარებელი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით.
მომხმარებლის მიერ ხსენებული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ან მომსახურების მიწოდების შეფერხება.
Bomo.ge-სთვის ისეთი ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც არ არის აუცილებელი მომსახურების გაწევის მიზნებისთვის ან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, არის ნებაყოფლობითი.
პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუშავდება შემდეგ შემთხვევებში: ა) Bomo.ge-ს აქვს მომხმარებლის თანხმობა; ბ) მომსახურების გაწევის მიზნით დგას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება; გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი, მოცულობა და ვადა
Bomo.ge-ის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის. მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.
Bomo.ge-ი უფლებამოსილია, დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ვებგვერდით სარგებლობის უზრუნველყოფისა და აღნიშნულით სარგებლობის გაუმჯობესების, მათ შორის, ხარისხის გაუმჯობესების, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების გამოსწორების, ახალი პროდუქტის/მომსახურების დანერგვის, ვებგვერდზე ყალბი ანგარიშების აღკვეთის, ტექნიკური დახმარების გაწევის, ვებგვერდის არამართლზომიერი გამოყენების პრევენციის, Bomo.ge-სთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და შესრულების, პროდუქციის შესყიდვა/დაბრუნების, მომხმარებელთან კომუნიკაციის, მათ შორის, სიახლეების მოწოდების, პირდაპირი მარკეტინგის, სიახლეების გაცნობის, შესყიდვის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების, ასევე, Bomo.ge-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზნებისათვის.
მომხმარებელს შეუძლია, Bomo.ge-ს ნებისმიერ დროს ელ. ფოსტის მეშვეობით წარუდგინოს მოთხოვნა მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო Bomo.ge ვალდებულია, შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. აღნიშნული არ გულისხმობს Bomo.ge-ის მიერ სხვა მომსახურების მიწოდების შეწყვეტას.
პერსონალური მონაცემები Bomo.ge-ის დაცულ სერვერებზე შენახული იქნება კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისთვის საჭირო ვადით.
მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
მომხმარებელს უფლება აქვს:
Bomo.ge-ს მოსთხოვოს ისეთი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, რომლებიც არაზუსტია, არასრულია ან/და თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით;
მიიღოს ინფორმაცია: მონაცემების წყაროს შესახებ, თუ რომელი მონაცემი, რა მიზნით, რა გზით და რა საფუძვლით მუშავდება Bomo.ge-ის მიერ, ასევე რა ხერხით შეგროვდა, ვისთან შეიძლება გამჟღავნდეს და ვისზე გაიცა ეს მონაცემები. ამასთან, პერსონალური მონაცემების მესამე პირისათვის გამჟღავნების შემთხვევაში, მიიღოს ინფორმაცია მონაცემების გაცემის საფუძველსა და მიზანზე;
ნებისმიერ დროს თქვას უარი Bomo.ge-ისთვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება;
მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორს ან საქართველოს სასამართლოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში;
კომუნიკაციას უნდა ჰქონდეს მომხმარებლისათვის გასაგები ფორმა.
მომხმარებელი ვალდებულია:
Bomo.ge-ს მიაწოდოს სწორი, უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაცია. ამასთან, რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, რომ Bomo.ge-ს მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია.
იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ Bomo.ge-ისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი პირი არის არასრულწლოვანი, Bomo.ge-ი უფლებამოსილია, რომ არ გაითვალისწინოს ასეთი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
Cookies (მზა ჩანაწერები)
Bomo.ge-ის ვებგვერდის გამოყენებით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას Bomo.ge-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.
მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება. მესამე პირების პერსონალურ მონაცემებთან წვდომა.
Bomo.ge-ი არ გადასცემს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს ისეთი მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ეს აუცილებელია მომსახურების გაწევისთვის.
მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან თავიდან აცილების მიზნით.
შესაძლოა, Bomo.ge-მ საკურიერო კომპანიებს გაუმჟღავნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები პროდუქციის მიწოდების მიზნით.
Bomo.ge უფლებამოსილია, რომ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით მესამე პირებს გაუმჟღავნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
Bomo.ge უფლებამოსილია, პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს ნებისმიერ მესამე პირს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
Bomo.ge-ს, შესაძლოა, წვდომა ჰქონდეს მესამე პირების მონაცემებზე, რომელთა გაზიარება ხდება მომხმარებლების მიერ. აღნიშნულის მაგალითი, შესაძლოა, იყოს შემთხვევა, როდესაც პროდუქციის საფასურს მომხმარებლის ნაცვლად იხდის მესამე პირი ან პროდუქციის შეძენა ხდება მესამე პირისათვის. ასეთ დროს, მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ მიღებული აქვს თანხმობა მესამე პირების მონაცემების გამჟღავნებაზე. ამასთან, მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ მესამე პირებისთვის განმარტებული აქვს Bomo.ge-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა. გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელი არის პასუხისმგებელი მესამე პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით.
უსაფრთხოება
Bomo.ge მიმართავს ყველა ზომას, რათა მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დაცული იყოს შემთხვევითი დაკარგვისგან ან ნებისმიერი ფორმის არაკანონიერი გამჟღავნებისაგან. მიუხედავად ამისა, Bomo.ge არ იძლევა გარანტიას, რომ ამ უკანასკნელის მიერ მიღებული ზომები გამორიცხავს მონაცემების არაკანონიერ ხელმისაწვდომობის ან დაკარგვის რისკს.
Bomo.ge არ აგებს პასუხს მესამე პირების მიერ Bomo.ge-ის სერვერებზე უკანონო შეღწევის გამო.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, Bomo.ge მოგიწოდებთ, რომ არ გაანდოთ თქვენი სახელი და პაროლი მესამე პირებს.
ცხელი ხაზი. Bomo.ge-თან დაკავშირება
ხარისხის გაუმჯობესების, უსაფრთხოების და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ხდება შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერა, შენახვა და დამუშავება.
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია, Bomo.ge-ს დაუკავშირდეს: info@bomo.ge