fb-script

გაცვლის წესი

გაცვლის წესები და პირობები

გაცვლის წესები და პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე გაცვლის წესებსა და პირობებსაც.

თუ პროდუქცია ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, Bomo-ს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან/შეწყვიტოს ხელშეკრულება. 

პროდუქციის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, Bomo-ს მოსთხოვოს პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, პროდუქციის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

თუკი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ ა) პროდუქცია არ შეესაბამება ვებგვერდზე განთავსებულ პირობებსა და ხარისხს; ბ) პროდუქცია დაზიანებულია ან გ) პროდუქციას აქვს ქარხნული წუნი, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს Bomo-ს ვებგვერდზე არსებული ონლაინ  „ჩათის“ მეშვეობით ან  შემდეგ ელ. ფოსტაზე info@bomo.ge. მომხმარებელმა შეტყობინებაში უნდა დააფიქსიროს, თუ რაში გამოიხატება პროდუქციის ნაკლოვანება/ხარვეზი. 

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ქარხნულ წუნს აღმოაჩენს პროდუქციის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის შემდგომ, პირდაპირ უნდა მიმართოს იმ სერვის ცენტს, რომელიც მითითებულია საგარანტიო დოკუმენტში. 

დაბრუნებული პროდუქციის შემოწმებიდან გონივრულ ვადაში Bomo მომხმარებელს გაუგზავნის შეტყობინებას, რომლითაც მომხმარებელს განემარტება, შესაძლებელი არის თუ არა პროდუქციის შეკეთება, პროდუქციის გადაცვლა ან გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. 

თუ დადასტურდება პროდუქციის ნაკლოვანება, Bomo სრულად აუნაზღაურებს მომხმარებელს გადახდილ თანხას, მათ შორის, ნებისმიერ ხარჯს, რომელიც გამოწვეული იქნება პროდუქციის Bomo-სთვის დაბრუნებით. 

პროდუქციის ხარვეზის გამოსწორება, გადაცვლა ან თანხის ანაზღაურება მოხდება არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა მას შემდეგ, რაც მომხმარებელი Bomo-სგან მიიღებს შეტყობინებას პროდუქციის ხარვეზის გამოსწორების, გაცვლის ან თანხის უკან დაბრუნების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 

თანხის დაბრუნება ყოველთვის მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებლის იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.


messenger-icon