პროდუქციის მიწოდება. მიწოდების საფასური
ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის მიტანის სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოში.
თუ მომხმარებელს პროდუქცია იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის, Bomo ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.
მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს თავად Bomo ან საკურიერო კომპანია.
მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და Bomo ან მომხმარებელი და საკურიერო კომპანია.
იმ შემთხვევაში თუ პროდუქციის მიწოდება განხორციელდება საკურიერო კომპანიის მიერ, Bomo საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს საკურიერო კომპანიას.
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მიწოდება ხორციელდება საკურიერო კომპანიის მიერ, Bomo-ს პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის საკურიერო კომპანიისათვის გადაცემისთანავე. პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერო კომპანიაზე.
20 (ოცი) კილოგრამამდე პროდუქციის მიწოდება ხორციელდება სართულზე ატანით, ხოლო 20 (ოცი) კილოგრამზე მეტი წონის პროდუქციის მიწოდება სართულზე ატანის მომსახურების გარეშე.
მომხმარებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს პროდუქციის დასაწყობება პროდუქციის შეძენიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში, რაზეც წერილობით უნდა აცნობოს Bomo-ს. ერთი თვის შემდგომ პროდუქციის საწყობში დაყოვნების ყოველი დღისთვის მომხმარებელი გადაიხდის 5 ლარს.
პროდუქციის საწყობში დაყოვნების მაქსიმალური ვადა შეადგენს 2 თვეს.
მომხმარებლისთვის პროდუქციის გაგზავნის შემთხვევაში, იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირი პროდუქციაზე ფაქტობრივ მფლობელობას მოიპოვებს, საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.
შეძენილი პროდუქციის მიღება თბილისის ტერიტორიაზე განხორციელდება შეკვეთის დადასტურებიდან მეორე სამუშაო დღეს, ხოლო რეგიონებში შეკვეთის დადასტურებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. ზოგიერთ პროდუქციაზე მიწოდების ვადა, შესაძლოა, იყოს განსხვავებული შეკვეთის რაოდენობისა და მისაწოდებელი პროდუქციის სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულის თაობაზე მომხმარებელს ეცნობება წინასწარ, შეკვეთის დადასტურებამდე.
გაუთვალისწინებელი გარემოებების დადგომის ან მიწოდების ადგილის სპეციფიკის გამო, შესაძლოა, მოხდეს მიწოდების დაყოვნება. ამის თაობაზე Bomo აუცილებლად მიაწოდებს ინფორმაციას მომხმარებელს და შესთავაზებს შეკვეთის მიღებას ახალი დროის მითითებით ან შეკვეთის გაუქმებას, რა შემთხვევაშიც მომხმარებელს სრულად დაუბრუნდება პროდუქციაში გადახდილი თანხა.
თუკი Bomo-სთვის შეუძლებელი იქნება მომხმარებლისთვის შეკვეთის ჩაბარება (მაგ. მომხმარებელი დათქმულ დროს არ იმყოფება მიწოდების ადგილზე), Bomo მომხმარებელს დაუკავშირდება მიტანის სხვა ადგილზე შესათანხმებლად. თუ Bomo მომხმარებლისთვის შეკვეთის მითითებულ მისამართზე მიწოდებას ვერ ახერხებს ობიექტური მიზეზების გამო 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, ჩაითვლება, რომ მომხმარებელს სურს ხელშეკრულების შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში Bomo იღებს ვალდებულებას, რომ მომხმარებელს თანხა დაუბრუნოს ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. Bomo მომხმარებელს ასევე აუნაზღაურებს მიტანის სერვისის საფასურს (გარდა იმ დამატებითი ხარჯებისა, რომელიც წარმოიშვა მომხმარებლის მიერ სტანდარტული მიტანის სერვისისგან განსხვავებული მიტანის სერვისის არჩევის გამო). იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო წარმოიშობა ტრანსპორტირების დამატებითი ხარჯები, Bomo იტოვებს უფლებას, რომ ასეთი ხარჯები დააკისროს მომხმარებელს.
პროდუქციის მიწოდების სტანდარტული ტარიფები:
თბილისის ტერიტორიაზე 200 (ორასი) ლარზე მეტი ღირებულების მსუბუქი პროდუქციის (50 კგ-მდე) მიწოდება განხორციელდება საზღაურის გარეშე;
ისეთ რეგიონებში, რომლებიც მდებარეობს თბილისიდან 100 კილომეტრის რადიუსში, 1000 (ათასი) ლარზე მეტი ღირებულების მსუბუქი პროდუქციის (50 კგ-მდე) მიწოდება განხორციელდება საზღაურის გარეშე;
თბილისის ტერიტორიაზე მსუბუქი პროდუქციის (50 კგ-მდე) მიწოდების საფასურია 7 (შვიდი) ლარი;
რეგიონებში მსუბუქი პროდუქციის (50 კგ-მდე) მიწოდების საფასურია 15 (თხუთმეტი) ლარი;
თბილისის ტერიტორიაზე 50-დან 1000 კილოგრამამდე პროდუქციის მიწოდების საფასურია 45 ლარი;
რეგიონებში 50-დან 1000 კილოგრამამდე პროდუქციის მიწოდების საფასური დაანგარიშდება კილომეტრების მიხედვით, კერძოდ, მიწოდების საფასური 1 (ერთი) კილომეტრისთვის შეადგენს 1.50 (ერთი ლარი და 50 თეთრი) ლარს;
მძიმე პროდუქციის (1000 კგ-ზე მეტი) მიწოდების საფასური იანგარიშება კილომეტრების მიხედვით როგორც თბილისის ტერიტორიაზე, ისე რეგიონებში და 1 (ერთი) კილომეტრისთვის შეადგენს 5 (ხუთი) ლარს;
სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებით (თვითმცლელი) პროდუქციის მიწოდების საფასური თბილისის ტერიტორიაზე შეადგენს 150 (ას ორმოცდაათი) ლარს, ხოლო რეგიონებში ყოველი კილომეტრისთვის 5 (ხუთი) ლარს.
მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მიწოდების არასტანდარტული ე.წ. „სწრაფი სერვისით“, რაც გულისხმობს თბილისის ტერიტორიაზე პროდუქციის იმავე დღეს და რეგიონების შემთხვევაში მომდევნო სამუშაო დღეს მიღების შესაძლებლობას. მიწოდების არასტანდარტული ე.წ. „სწრაფი სერვისით“ სარგებლობისას სტანდარტული ტარიფები ორმაგდება.
მიწოდების დაწყების ადგილად მიიჩნევა პროდუქციის ადგილსამყოფელი (ე.წ. „საწყობი“).
კონკრეტული შეკვეთისთვის მიწოდების ტარიფის დაანგარიშება ავტომატურად მოხდება შეკვეთის გვერდზე.