Bomo.ge - ქართული ინოვაციური ციფრული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სამშენებლო, სარემონტო, ინტერიერის და ექსტერიერის მასალების, მათ შორის ქართველი მწარმოებლების ექსკლუზიური პროდუქციის ონლაინ ყიდვას სთავაზობს.
ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის მახასიათებლების დეტალური აღწერილობები, მაღალი ხარისხის ფოტო-ვიზუალიზაცია და მოქნილი გადახდის პირობები, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ერთი მაღაზიის პრინციპით შეიძინონ სასურველი რაოდენობის პროდუქტი ონლაინ და მიიღონ შენაძენი ქვეყნის მასშტაბით.
მეტი დროის დაზოგვის და კომფორტის შესაქმნელად, ნებისმიერი გაბარიტის მქონე პროდუქციას სასურველ დროს, სადაც გინდა იქ მიიღებ. 20 კგ.- მდე ტვირთს კი, სახლის კარამდე მოგიტანთ.
ჩვენი ვენდორები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლები, იმპორტიორები და ბრენდის მფლობელები. მწარმოებლიდან მომხმარებლამდე პირდაპირი მიწოდების საშუალებით ჩვენ ვამცირებთ ლოჯისტიკის ხარჯებს, ეს საშუალებას გვაძლევს წარმოდგენილ პროდუქციის ასორტიმენტზე შეთავაზებული ფასი იყოს კონკურენტუნარიანი და ბაზარზე არსებულ ფასებზე დაბალი.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ სარემონტო, სამშენებლო და სხვადასხვა საოჯახო მასალის ელექტრონული კომერციის მარტივი პრაქტიკა, რაც მომხმარებელს დაუზოგავს დროს და ფინანსურ რესურს.